თეთრი სახლი: ღაზას კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის მთავარ დაბრკოლებას „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი წარმოადგენდა

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია გადამწყვეტი მომენტია, რამაც შესაძლოა, ომის შესაჩერებლად მოლაპარაკებები დააჩქაროს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, იაჰია სინვარი ღაზას კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ომის დასრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ასევე გვჯერა, რომ სინვარის სიკვდილმა, შეიძლება, იქამდე მისასვლელად გადამწყვეტი მომენტი შექმნას“, – ამბობს კირბი.

მისივე თქმით, ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, „ჰამასმა“ დაჯგუფების ლიდერის, იაჰია სინვარის ლიკვიდაცია დღეს დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები