ირაკლი კირცხალია: საქართველოს მოსახლეობის 85% ევროინტეგრაციის მომხრეა – კეთილი ინებონ და შეეგუონ ჩვენი პარტნიორები, რომ აღნიშნულიდან 60% „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია

„საქართველოს მოსახლეობის 85% ქვეყნის ევროპული განვითარების და ევროინტეგრაციის მომხრეა. კეთილი ინებონ და შეეგუონ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომ აღნიშნულიდან 60% „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

“როგორც კი არჩევნები დასრულდება, გადაივლის 26 ოქტომბერი, როგორც კი ნახავს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი პატრონები, თუ რა ანგარიშით დამარცხდებიან მათივე ლობირებული, დესტრუქციული ძალა და მათი დანაყოფები, დამერწმუნეთ, მყისიერად შეიცვლება რიტორიკაც და დამოკიდებულებაც. ამას აუცილებლად მოეწევა ომის დასრულება ევროპის შუა გულში და ესეც იქნება ერთ-ერთი მთავარი გარდამტეხია იმ გადატვირთვის პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯების – დამერწმუნეთ, ეს მოხდება და გადაიტვირთება ჩვენი ურთიერთობები ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობრებთან“, – განაცხადა კირცხალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები