ნატო-ს გენერალური მდივანი: “გამარჯვების გეგმასთან” დაკავშირებით ალიანსში სრული ერთობაა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსში სრული ერთობაა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ დაწყებული ომი უნდა მოიგოს,- ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რაც შეეხება “გამარჯვების გეგმის” პირველ პუნქტს, სადაც საუბარია უკრაინის ალიანსში შესვლაზე, უნდა ვთქვა, რომ დისკუსიის მთავარი აქცენტი უკრაინისთვის უზარმაზარი სამხედრო დახმარების მიწოდებაზე იყო ორიენტირებული“, – განაცხადა რუტემ.

მისი თქმით, უკრაინას იარაღის მიწოდება გაუგრძელდება.

რუტემ ასევე ისაუბრა, იყო თუ არა ერთობა ალიანსში უკრაინის “გამარჯვების გეგმასთან” დაკავშირებით.

„ალიანსში არის სრული ერთობა. გვსურს, პუტინმა თავის მიზანს ვერ მიაღწიოს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს და კოლექტიურ უსაფრთხოებას. ყველა ამ მიზეზის გამო, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას“, – განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ „გამარჯვების გეგმის“ ყველა პუნქტი ჯერ არ განუხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები