ბუნდესტაგმა მიგრაციის პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგმა სამთავრობო კოალიციის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების პაკეტის მიღებას მხარი დაუჭირა.
მედიის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტს მხარი 361-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 290 იყო, ხოლო 9 მათგანმა თავი შეიკავა.
დოკუმენტების პაკეტის პირველი ნაწილი გერმანიაში თავშესაფრისა და ბინადრობის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, დეპორტაციას დაქვემდებარებული თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის, სახელმწიფო სოციალური შეღავათების შემცირება იგეგმება.