ჯო ბაიდენს გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო “დიდი ჯვარი”, გერმანიის წინაშე დამსახურებისთვის გადაეცა,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბაიდენს ორდენი გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ბერლინში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
თავის სიტყვაში გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მეგობრობა გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე მისი დემოკრატიისთვის.
“როდესაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, პრაქტიკულად ერთ ღამეში დაუბრუნეთ ევროპას ტრანსატლანტიკური ალიანსის იმედი”, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.