იაგო ხვიჩია: ამ არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, როგორც საჭირო მტკიცებულებას საქართველოზე გადაწყვეტილების მისაღებად

“ჩვენ 26 ოქტომბერს ბევრად უფრო ფრთხილი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. დღეს შეიძლება ადამიანებს ყველაფერზე ეცინებათ „ქოც-ნაცური“ ჩხუბის შემხედვარე, მაგრამ თუ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უვიზოდ ქვეყნიდან არ გვიშვებენ და ვიზას მოსკოვი გვიხსნის, მაშინ წუწუნი გვიან იქნება”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, როგორც საჭირო მტკიცებულებას საქართველოზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„მე მგონი, „ქართული ოცნების“ ბოლო ნაბიჯების საპასუხოდ, ძალიან ბუნებრივია, რომ ჩვენს პარტნიორებს თავში აზრად ჰქონდეთ ის, რომ აქ თუ არჩევნები წესიერად არ ჩატარდა, არ ცნონ ეს არჩევნები, ამას დაუკავშირონ იგივე სავიზო შეზღუდვების საკითხი და ა.შ. ისედაც, მე მგონი, ყველას ესმის, რომ ჩვენ გვაქვს ამ არჩევნებზე შანსი იმისა, რომ შარი თავიდან ავირიდოთ, მაგრამ არსებობს იმის შანსიც, რომ ბევრ შარში გავეხვიეთ, თუ იმავეს გავაგრძელებთ რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ვგულისხმობ, ერთპიროვნულ მმართველობას. ამ არჩევნებს აქვს კავშირი ყველაფერთან, მათ შორის, ჩვენს დასავლურ მომავალთან. ჩვენ ძალიან გასაგებად გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი მთავრობის სანქცირებისკენ და საქართველოს იზოლაციისკენ. ამ არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, როგორც საჭირო მტკიცებულებას საქართველოზე გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები