საიას თავმჯდომარე: პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიასაშუალებებიდან გვაქვს, პირველწყაროდან ასეთი ინფორმაცია ჩვენთვის არავის მოუწოდებია 

“პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად მედიასაშუალებებიდან გვაქვს, როდესაც ვრცელდება სხვადასხვა ინტერვიუ თუ სიუჟეტი, სადაც საუბარია ამ ტიპის ქმედებებზე”, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

საია საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, მყისიერად დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, ხორციელდება თუ არა და რა მიზნით ხორციელდება ასეთი ქმედებები.

პირველადი წყაროდან ასეთი ინფორმაცია უშუალოდ ჩვენთვის ვინმეს არ მოუწოდებია. პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძირითადად მედიასაშუალებებიდან გვაქვს, როდესაც ვრცელდება სხვადასხვა ინტერვიუ თუ სიუჟეტი, სადაც საუბარია ამ ტიპის ქმედებებზე”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის, მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები