თეა ახვლედიანი საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, დასახეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები