სოზარ სუბარი: ველოდებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, რადგან შევინარჩუნეთ მშვიდობა და გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.

„ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება არა 7,5%, არამედ, დაახლოებით, 10%-ის ფარგლებში”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, სწრაფი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი სწორად გატარებული პოლიტიკის შედეგია.
„[ეკონომიკური ზრდის შესახებ დადებითი] მოლოდინი, პირველ რიგში, არსებობს იმიტომ, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და მეორე – გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რის გამოც ბევრი ისეთი პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალ წლებშიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას.
სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ნაკლებ ვალს იღებს, იზრდება ხელფასები, პენსიები და ა.შ.”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები