გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ გარკვეულ პუნქტებს აკრიტიკებს და ამის მიზეზად შემდგომ მოსალოდნელ ესკალაციას ასახელებს, – ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შოლცმა პუნქტები შემდგომი ესკალაციის შიშით გააკრიტიკა.
“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქცეს ომად რუსეთსა და ნატო-ს შორის”,- განაცხადა შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ.
„ბილდის“ ინფორმაციით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებაზე უცვლელი რჩება.
”მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და ის უცვლელი დარჩება”,- აღნიშნა შოლცმა.