სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა – თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე

უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში არის მოლდოვა. ადამიანის უფლებების დარღვევაზეც თუ ვილაპარაკებთ, ამაშიც, მდგომარეობა, რომელიც არის მოლდოვაში, ეს არის კატასტროფა. თუ ამას ევროპულ სტანდარტსა და ადამიანის უფლებების დაცვას უწოდებენ, მაშინ კარგად ყოფილა ევროპის საქმე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიის უკუსვლაზე, არ მინდა წყევლასავით გამომივიდეს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება და მაშინდელი ადამიანის უფლებები მოსწონთ, არ მინდა ვუსურვო, რომ თავიანთ თავზე გამოცადონ ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის ციხეებსა თუ გარეთ, ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცვისა და ეკონომიკური დაცვის თვალსაზრისით. ამიტომ ვისაც ის მოსწონს, იმისთვის არც ევროპაა მშობლიური და არც ადამიანის უფლებები.

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც ორი პოლიტიკური პარტია აიკრძალა ისე, რომ არანაირი დასაბუთება არ არსებობდა, რატომ უნდა აიკრძალოს, მაშინ, როდესაც საქართველოზე გვეუბნებიან, რომ პარტია, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ის პარტია თურმე არ უნდა გასამართლდეს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს მოლდოვაში პროცესი მიდის, როდესაც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატს, რომელსაც გამარჯვების შანსი აქვს, სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, რადგან საარჩევნო კამპანიაში რუსულ კვალს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები