ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარდგენილი პედაგოგები, ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში გამარჯვებული მასწავლებლები, მოსწავლეები და სკოლები.

ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თალაკვაძის თქმით, ოზურგეთს ჰყავს გამორჩეული პედაგოგები, რომლებიც ღირსეულად და თავდადებით ემსახურებიან განათლების სფეროს.

„ძალიან კარგი და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ჩვენს ძვირფას პედაგოგებთან, ოზურგეთის თეატრში. მასწავლებლის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები დავაჯილდოვეთ. ოზურგეთს ჰყავს გამორჩეული პედაგოგები, რომლებიც ღირსეულად და თავდადებით ემსახურებიან განათლების სფეროს და იმ მნიშვნელოვან საქმეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. მადლობა თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისთვის! თითოეული თქვენგანის დამსახურება დიდია ქვეყნის წინაშე! გისურვებთ პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს და კეთილდღეობას!”, – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები