ისრაელის ქალაქ აშდოდთან ტერორისტული აქტის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ აშდოდთან უცნობმა ადამიანმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა,- ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

შემთხვევა აშდოდისკენ მიმავალ გზატკეცილზე მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთი ადამიანი დაჭრა. ერთი საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა. დაჭრილებს შორის არის ექიმიც.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლო. მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები