ლიბანის წითელი ჯვრის ცნობით, ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანის წითელი ჯვრის ცნობით, ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, იერიში ქრისტიანებით დასახლებულ სოფელ აიტუში მდებარე საცხოვრებელზე განხორციელდა, რომელშიც დევნილი ოჯახები იმყოფებოდნენ.

„თვრამეტი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა აიტოზე დარტყმის შედეგად“, – იუწყება წითელი ჯვარი.

ისრაელს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია და უცნობია, თუ რა იყო მისი მიზანი.

ისრაელის ბრძოლა „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ ძირითადად კონცენტრირებულია ლიბანის სამხრეთით და ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები