მედიის ცნობით, ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე სიტყვით გამოვა და „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა, რომელიც უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას მიეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიას ზელენსკის წარმომადგენელმა, სერგეი ნიკიფოროვმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მეთაური, სავარაუდოდ, ევროკავშირის ლიდერებს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკიფოროვმა პრეზიდენტის გამოსვლის თემა არ დააკონკრეტა, ზელენსკიმ ორშაბათს, 14 ოქტომბერს, საღამოს გამოსვლაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში „ევროპის ყველა პარტნიორს წარვუდგენთ ჩვენს სტრატეგიას, რომელიც რუსეთს აიძულებს, ომი სამართლიანად დაასრულოს“.

„რა თქმა უნდა, „გამარჯვების გეგმა“ საჯაროდ იქნება წარმოდგენილი და უკვე პირველ პასუხთან ერთად, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ. ჩვენ ყველას უკრაინაში ნამდვილად გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები