„ირანი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს“ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა თავის ჩინელ კოლეგასთან, ვანგ იისთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც განუცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, ისრაელი ირანის სარაკეტო იერიშს უპასუხებს. საგარეო უწყების ოფისის ცნობით, მათ ასევე განიხილეს ირანის მარიონეტების, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი სატელეფონო ზარი კაცსა და ვანგს შორის, რომელიც ბოლოს ისრაელის მაღალ დიპლომატს – ელი კოენს – 2023 წლის ოქტომბერში ესაუბრა.

„ჩვენ ველით, რომ ჩინეთი ისრაელის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით დაბალანსებულ და სამართლიან პოზიციას გამოავლენს, რომელიც ზუსტად ასახავს, ვინ არიან ტერორისტული ელემენტები ჩვენს რეგიონში და ვინ არის სახელმწიფო, რომელიც თავს იცავს ამ ტერორისტების თავდასხმებისგან“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფისის განცხადებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები