ღაზის სექტორში, კარვების ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებმა კარვების ბანაკი დაბომბეს, სადაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ცხოვრობენ. თავდასხმის შემდეგ ბანაკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც კარვებში სწრაფად გავრცელდა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები