სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას

აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვაზე საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

საზეიმო ლიტურგიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

ცნობისთვის, გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები