ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიცია იმარჯვებს

ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიცია ლიდერობს.

წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატებმა ამომრჩეველთა ხმების 19,4% პროცენტი მოიპოვეს. მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, იგრიდა შიმონიტეს კონსერვატიული „სამშობლოს კავშირი“ (18%), მესამე პოზიციას კი პოპულისტური პარტია „ნემუნო აუშრა“ (15%) იკავებს.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ლიეტუვაში გუშინ გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ, პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, სეიმის 70 წევრი აირჩია. არჩევნების მეორე ტური 27 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები