„ჰეზბოლას“ თავდასხმას 4 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ისრაელში, სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. მათ ისრაელის თავდაცვის ძალების გოლანის ბრიგადის სასწავლო ბანაკზე იერიში „დრონების ნაკადის“ გამოყენებით მიიტანეს.

შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ დარტყმა ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთში ისრაელის თავდასხმების პასუხი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები