ირაკლი კირცხალია: ტექნიკური მთავრობის თემა არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება

ეს არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება,- ასე აფასებს “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კირცხალია პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის შესახებ.

დეპუტატის თქმით, ტექნიკური მთავრობის იდეა არის მცდელობა ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც, ფუჭია.

„რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის თემას, ეს არის ტრაგიკომედიის ჟანრი და უნიჭო სპექტაკლის გაგრძელება და კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურად შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც, რა თქმა უნდა, ფუჭია. აი ამ ყველაფერს, ამ სიბეცეს, საზოგადოების შეურაცხყოფას და თვალებში ნაცრის შეყრას პასუხი გაეცემა 26 ოქტომბერს“, – აცხადებს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები