პოლონეთში ანტისარაკეტო ფარის ბაზა იმუშავებს

პოლონურ რეძიკოვოში, პუცკის მახლობლად, იგეგმება რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზის გახსნა, საიდანაც შესაძლოა ჩამოაგდონ პოლონეთისკენ მიმავალი რუსული რაკეტები. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რადიო Rebeliant-ის ეთერში განაცხადა.

„უახლოეს კვირებში ჩვენ გავხსნით რაკეტსაწინააღმდეგო ბაზას რეძიკოვოში. ეს არის ბაზა, რომლის შესახებაც შეერთებულ შტატებთან შევთანხმდით”, – განაცხადა მინისტრმა.

სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს „რათა საჰაერო თავდაცვის ფარმა უნდა ჩამოაგდოს რუსული რაკეტები, რომლებიც მიფრინავდნენ პოლონეთის მიმართულებით, და არა მხოლოდ ირანული რაკეტები, რომლებიც მიფრინავდნენ შეერთებული შტატების მიმართულებით“.

პუცკი მდებარეობს ჩრდილოეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვრიდან 900 კმ-ზე მეტ მანძილზე. ქალაქი შედის პომერანის შემადგენლობაში,  რომელიც  რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონს ესაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები