ვენესუელის ხელისუფლება ჟურნალისტებს უცხოურ პასპორტებს ართმევს

ვენესუელის ხელისუფლებამ ათეულობით ჟურნალისტს და აქტივისტს პასპორტები მას შემდეგ გაუუქმა, რაც ნიკოლას მადურომ არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ Financial Times-ი კარაკასში დაფუძნებულ ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფ Laboratorio de Paz-ზე დაყრდნობით დაწერა.

მითითებულია, რომ სულ მცირე 40 ადამიანს პასპორტი წაართვეს, ძირითადად ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს. ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა საბუთები საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ.

პასპორტები წააწრთვეს ყველას, ვინ ქვეყნის მთავარი აეროპორტიდან ცდილობდა გამგზავრებას.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისი პასპორტებიც გაუქმდება.

„მკვლელობისა და წამებისგან განსხვავებით, რომლებსაც უფრო მაღალი პოლიტიკური ღირებულება აქვს, მთავრობამ დაადგინა, რომ პასპორტის გაუქმება ეფექტური გზაა კრიტიკული ხმების განეიტრალებისა და ჩახშობისთვის მინიმალური ძალისხმევით“, – განმარტა ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს ვენესუელას მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოცხადდა, ოპოზიციის ლიდერის ედმუნდ გონსალესს კი 44% ერგო. თუმცა, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მათმა კანდიდატმა ხმების 70% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები