ზაალ მიქელაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი, ცოტნე ანანიძე მოსახლეობას წარუდგინა

პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი, ცოტნე ანანიძე მოსახლეობას წარუდგინა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობის” რეჟიმს საქართველო არ იმსახურებს.

„აჭარის უმაღლესის საბჭოს კანდიდატი იქნება გამოცდილი ადამიანი, ცოტნე ანანიძე.

ხშირად გვეუბნებიან, რომ არაა საჭირო წარსულზე საუბარი, მაგრამ როცა ცოტნეზე საუბრობ, შეუძლებელია, არ ისაუბრო იმ რეჟიმზე, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის, ახალგაზრდა კაცს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა. მას იარაღი არ ეჭირა, ეჭირა მხოლოდ თავისი სიტყვა. საქართველო არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას. ცოტნეს დედა ზის დარბაზში და მიჭირს იმ პერიოდზე საუბარი. ცოტნე ანანიძე ეკუთვნის მთელს ქვეყანას. ის არის მაგალითი, როგორ ვერ გატეხა და პირიქით, მეტად გააძლიერა რეჟიმმა ადამიანი და დღეს არის უფლებადამცველი,“- აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები