“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი – ილია ინჯია წალენჯიხაში მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი – ილია ინჯია, ოლიმპიურ ჩემპიონებთან – ძალოსან ლაშა ტალახაძესთან და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები. ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებული აქცენტი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები