“ის ჩანაწერი, რაც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, ნაკარნახევია კოლექტიური გიგაურების,  ლომჯარიებისა და „ნაცმოძრაობის“ დანაყოფების მიერ” – კირცხალია

„რეზოლუცია, სადაც საუბარია, რომ ლგბტ პროპაგანდა და გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, სადაც საუბარია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიის გზაზე ერთ-ერთი ჩვენი კომპასია და ამ ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეც არის საუბარი, ამას საზოგადოება 26 ოქტომბერს ნათელ პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ “ქრონიკაში” ისაუბრა.

“ის ჩანაწერი, განცხადების დონეზეც, რაც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, ნაკარნახევია კოლექტიური გიგაურების, კოლექტიური ლომჯარიებისა და „ნაცმოძრაობის“ დანაყოფების მიერ, რომლებიც უცხოეთში თავიანთი პატრონების კარზე დადიან და ამას მოუწოდებენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები