შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტიაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად

“ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი ქართველი საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას პარტიის საარჩევნო სიაში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან.

„როდესაც შენი საარჩევნო სია დაკომპლექტებული გაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვანი კადრებით, როდესაც შეკრული გაქვს კოალიცია საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და შენი დაპირებაა, რომ შექმნი კოალიციურ მთავრობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გასაგებია, რომ თუ კი ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით, სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები