შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური არხების კვლევებზე: ოცნებები 26 ოქტომბერს მათ უკან დარჩებათ

“თავად ოპოზიცია ერთმანეთს ამხელს, ამიტომ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ერთმანეთს ამხელენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური არხების საარჩევნო კვლევებზე საუბრისას განაცხადა.

„ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როდესაც ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამიაა. სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას?! ასე, რომ ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის, ხან გვარამიას და ხან სააკაშვილის ოცნებები. ეს ოცნებები 26 ოქტომბერს მათ უკან დარჩებათ, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენედ, რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები