შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაზე: ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია და შეჯამებულია როგორც მშვიდი გარემო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია და შეჯამებულია როგორც მშვიდი გარემო.

„სხვათა შორის, ესეც აღნიშნული აქვს ეუთო/ოდირს, როდესაც საუბარია დარღვევებზე. მაგალითად, პლაკატების ჩამოხევა, ასე შემდეგ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც იყო ეს დარღვევები. აღნიშნული აქვთ მთავარ პრობლემად პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში. ესეც იმ ჭრილში, რომ ხდება, მათ შორის, ამაზეც არის იქ საუბარი, სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით არის რთული მდგომარეობა. ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, წამებით გათვლილი, რამდენი წამი მოგვპარა „მთავარმა“, „TV პირველმა“, „ფორმულამ“ „ქართულ ოცნებას“ და ჩაგვაყენა არათანაბარ მდგომარეობაში სხვა პარტიებთან შედარებით. ჯამში, 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო მოიპარა ამ სამმა ტელევიზიამ საკუთარი პარტიული „ბოსების“ სასარგებლოდ. დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ანგარიშში ასახული იქნება, მათ შორის, ეს დეტალები.

ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია და შეჯამებულია როგორც მშვიდი გარემო, სადაც არც ადმინისტრაციული რესურსები იქნება ეს, თუ ძალადობა, თუ სხვა პრეტენზიები, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, ამ მხრივ არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის და პირიქით, აღნიშნულია, რომ მშვიდ გარემოში მიდის მთელი ეს პროცესი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები