არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე: შეფასებულია წინასაარჩევნო გარემო, როგორც თავისუფალი და მშვიდი

მმართველი გუნდის წევრი არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.

“შეფასებულია წინასაარჩევნო გარემო, როგორც თავისუფალი და მშვიდი. ეს ფაქტებია და ეს ფაქტები რომ აღნიშნულია სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ კოლექტიური ნაცმოძრაობის არხების თუ პარტიების მიერ დარღვევების შესახებ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს დარღვევები ანგარიშში იქნება ასახული. მაგალითად ის, რომ პარტიული ტელევიზიები უარს აცხადებენ “ქართული ოცნების” ვიდეორგოლების განთავსებაზე. მაგალითად ის, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში შემავალ პარტიებს ხელი არ აქვთ მოწერილი ქცევის კოდექსზე”, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ეუთო/ოდირის წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. შუალედური ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნოდ საკმაოდ მშვიდი გარემოა. თუმცა, დოკუმენტში ასევე წერია, რომ არჩევნები პოლიტიკური პოლარიზების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები