დონალდ ტრამპი ისე უნდა დაიცვან, თითქოს ის მოქმედი პრეზიდენტია
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიდუმლო სამსახურს უბრძანა დაიცვას მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი „როგორც მოქმედი პრეზიდენტი“. ამის შესახებ France24-ის კორესპონდენტმა ფრეიზერ ჯექსონმა თავის X-ანგარიშზე განაცხადა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მითხრა, რომ დონალდ ტრამპს ისეთივე დაცვა უნდა მიეცეს საიდუმლო სამსახურისგან, როგორც მოქმედ პრეზიდენტს“, – წერს ჟურნალისტმა.
გამოცემის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა ტრამპისთვის ყველა საჭირო დახმარების მიწოდება ითხოვა.