ჰარისმა განმეორებით დებატებზე ტრამპის უარს „სუსტი ნაბიჯი“ უწოდა

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა და აშშ-ის ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განმეორებით დებატებზე „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის უარს „სუსტი ნაბიჯი“ უწოდა.

ჰარისის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დებატებზე ტრამპის უარმა მის სასარგებლოდ იმოქმედოს და მაინც ეს ძირეულად არაფერს ცვლის.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი ამომრჩევლებისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სუსტი ნაბიჯია… მაგრამ მაშინაც კი, თუ ის არ დათანხმდება დებატებზე, კონტრასტი ამ არჩევნებში უკვე აშკარაა. ეს არჩევნები ეხება ორ ძალიან განსხვავებულ ხედვას. ერთია, რომ მისი ხედვა წარსულზეა ორიენტირებული, მეორე, ჩვენი – მომავალზე ორიენტირებული“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კამალა ჰარისთან განმეორებით დებატებს არ დათანხმდება.

ტრამპის თქმით, მან მოიგო დებატების წინა ორი რაუნდი – ბაიდენისა და ჰარისის წინააღმდეგ, ხოლო მისმა კამპანიის პარტნიორმა ჯ.დ. ვენსმა ადვილად დაამარცხა ტიმ უოლცი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები