„ზოგჯერ, „შეკუმშული“ ან „გაფართოებული“ გულისთქმა ფურცელზე გადმომაქვს ფუნჯის დახმარებით, ზოგჯერ კი ვწერ“ – თათია დოლიძის ფიქრიანი სიმყუდროვე

დაიბად თბილისში, ექიმების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდ ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ორივე წარჩინებით დაასრულ.
5 წლიდან ცეკვავ. პროფესიით არის: მსახიობი-მოცეკვავე და ფილოლოგი.  ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მუშაობ საქართველოს მეცნიერებათა ერეოვნულ აკადემიაში.საზოგადოებრივი განყოფილების სწავლული მდივანია.
მანამდე 20 წელი მუშავ ქართული ენციკლოპედიის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სამეცნიერო რედაქტორად, რედაქციის გამგედ.
პარალელურად ასწავლიდ ქართულ ეროვნულ ცეკვებს ერთ-ერთ კერძო სკოლაში.
გამოსცა ლიტერატურული ჩანახატების და მინიატურების ორი კრებული – „ღრუბლებთან მოცეკვავე” და „მზიანი ყავა“. მალე დაიბეჭდება სამეცნიერო მონოგრაფია.
ასევე არის თვითნასწავლი მხატვარი. ქონდა 2 პერსონალური გამოფენა.  – მეცნიერის და მხატვრის, თათია დოლიძის პერსონა.

– ექიმების ოჯახში დაიბადეთ…
– ბავშვობის ბედნიერი და უდარდელი წლებიდან დედ-მამის სიკეთით შემკული სახეები მომყვება. მადლიანი, ცისფერი, შუქიანი თვალებით. ყოველთვის საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა. ხშირად დავყავდი თავიანთ სამსახურებში. ჰუმანური, გულითადი და უღალატო დამოკიდებულება ჰქონდათ სხვების და საქმისადმი. არანასწავლი, ბუნებრივი კეთილშობილებით გამოირჩეოდნენ.
პაციენტებთან მათი ურთიერთობა ცალკე საუბრის თემაა. არაერთხელ ვყოფილვარ მოწმე სიყვარულისა, რასაც მათ მიმართ გამოხატავდნენ. ასე გრძელდება მათი გარდაცვალების შემდეგაც. სიკეთე ხომ არ იკარგება. ხსოვნაში ილექება და დრო ვერაფერს აკლებს. სრულიად შემთხვევით გაცნობილი ადამიანებისგან გამიგია მათზე საქებარი სიტყვები.
ღმერთს ვემადლიერები, რომ მათი ჯიშის და გენის მატარებელი და გამგრძელებელი ვარ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ვცდილობ ისე ვიცხოვრო, მათაც რომ გაუხარდებოდათ.
– პროფესიით ფილოლოგი და მსახიობი-მოცეკვავე ხართ…
– ორივე პროფესიის არჩევანი სიყვარულმა განაპირობა. 5 წლიდან ქართულ ეროვნულ ცეკვებზე დავდიოდი და მინდოდა სულ მეცეკვა. ძალიან გამიმართლა, როცა ქ-ნი იამზე დოლაბერიძის გოგონათა ანსამბლის წევრი  გავხდი. მისი ამაგი დიდია და არა მხოლოდ როგორც ცეკვის პედაგოგის, რაც ჩემთვის ჩვეულებრივი ადამიანური იღბალი აღმოჩნდა. აბიტურიენტობისას, ქ-ნ დოდო ჯორბენაძესთან ვემზადებოდი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.  მასაც დიდი წვლილი მიუძღვის და ვუმადლი, მეორე პროფესიად  ფილოლოგობა რომ ვარჩიე.
– რა იყო სადისერტაციო თემა?
– სადისერტაციო თემა იყო „ქართული საფერხულო ლექს-სიმღერები” (ხელმძღვანელი – ბატონი ამირან არაბული).
– ალბათ ამ თემაზეა სამეცნიერო მონოგრაფიაც, რომლის გამოცემასაც აპირებთ…
– სამეცნიერო მონოგრაფია ზემოთ ნახსენებ საფერხულო თემატიკაზეა და მალე გამოვა.
20 წელი იმუშავე ქართული ენციკლოპედიის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სამეცნიერო რედაქტორად, რედაქციის გამგედ…
– ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში 20 დაუვიწყარი და საინტერესო წელი გავატარე. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძალიან საყვარელ, კარგ ხალხთან, საქმის პროფესიონალებთან   თანამშრომლობა. გამიმართლა იმ მხრივაც, რომ ღვაწლმოსილ, შინაგანი კულტურით გამორჩეულ,  კეთილგანწყობილ ადამიანებთან ერთად მიხდებოდა სამეცნიერო სტატიებზე მუშაობა,  თავდაპირველად, ბ-ნი ავთანდილ საყვარელიძის, შემდეგ კი, ბ-ნი ზურაბ აბაშიძის თაოსნობით.
ამ პერიოდმა, გარდა პროფესიული გამოცდილებისა, სიყვარულით გამთბარი ურთიერთობებით გამანებივრა და ის ადამიანური ღირებულებები გამიმყარა, რაც მომწონდა და ყოველთვის მიზიდავდა.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების სწავლული მდივანი ხართ. პარალელურად ხელოვნება გიტაცებთ – ცეკვა, ხატვა… როგორ ასწრებთ ყველაფერს?
– ასე მგონია, როცა რაღაც ძალიან გიყვარს, იმისთვის დროს ყოველთვის გამონახავ… თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ არ გამომდის…
–  ხატვა და შთაგონება?
– არ არის აუცილებელი ყოველთვის შთაგონებას დაელოდო, თუმცა, შთაგონების წყაროდ შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი რამ, რაც ჩემს შინაგან სამყაროს ეხმიანება, რაც გარკვეულ ემოციას, შთაბეჭდილებას ან განცდას ბადებს… ასეთ ფიქრს ენერგია აქვს, სწორ და ლამაზ ფიქრებს, რაც მახატვინებს. ზოგჯერ ფიქრიან სიმყუდროვეში, სიმშვიდეში მეხატება… მუსიკის, რომელიმე ამოჩემებული ან შემთხვევითი მელოდიის თანხლებით… ზოგჯერ, პირიქით –  ყოველდღიურ ყოფით ორომტრიალში, ხმაურში…
– რას ნიშნავს ხატვა თქვენთვის და ვინ არის პირველი შემფასებელი?
– ხატვა, ისევე როგორც ცეკვა, ჩემთვის თავისუფლებაა. საკუთარი თავის მუდმივად აღმოჩენაა. ცეკვა – სულის  სხეულისმიერი მოძრაობაა. ხატვა კი – სულის მოძრაობის ფუნჯით მოხატვა. პირველი შემფასებელი ყოველთვის სარკეა…
– რა მასალებს იყენებთ ხატვის დროს?
– სახატავად ვიყენებ ყველასათვის ნაცნობ და  აპრობირებულ სამხატვრო მასალას. თუმცა, კოვიდპანდემიის დროს გამოვიყენე კოსმეტიკური საშუალებები, ნაცარი, ღვინო, ყავა, რენტგენის ფურცლები.
ლიტერატურული ჩანახატების და მინიატურების ორი კრებული გამოეცით…
– კრებულების სათაურებია –  „ღრუბლებთან მოცეკვავე” და „მზიანი ყავა”…. რაზეა ჩემი მინიატურები? – მოკლედ თუ ვიტყვი, ამ ჩანახატების და მინიატურების მთავარი პერსონაჟი ყოველთვის სიყვარულია. ვამზეურებ და ყველასათვის დასანახს ვხდი მზესავით, რასაც განვიცდი, რაზედაც მეწერება.
– როდის გადმოსცემთ უკეთესად სათქმელს – ხატვისას თუ წერისას?
– როდის როგორ, სათქმელს გააჩნია. ყველაფერს ხომ ვერც იტყვი… ან ვერ დახატავ. ზოგჯერ, „შეკუმშული” ან „გაფართოებული” გულისთქმა ფურცელზე გადმომაქვს ფუნჯის დახმარებით, ზოგჯერ ვწერ…
– ჰობი…
– ფოტოგრაფია, ხელსაქმე, კინოგადაღებებში (რეკლამებში) მონაწილეობა.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს. მაქვს რაღაც ჩანაფიქრები და ვნახოთ… იმედია, დიდსულოვნად მაპატიებთ, თუ ზედმეტად ბევრი ვისაუბრე საკუთარ თავზე.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები