თბილისში შესაძლოა, ავტობუსების მწარმოებელი ქარხანა აშენდეს

თბილისში ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე შესაძლოა, ავტობუსების მწარმოებელი ქარხანა აშენდეს, რისთვისაც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. საკითხზე თბილისის საკრებულოს დღევანდელ ურბანული კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. ინვესტიციას, სავარაუდოდ ერთ-ერთი ჩინური კომპანია განახორციელებს.
კომპანია ,,აისი ჯგუფი 1990“-ის დირექტორის, ავთანდილ საყვარელიძის განცხადებით, ქარხანაში წარმოებული ავტობუსები ქვეყნის შიგნით გაიყიდება და მოხდება მათი ექსპორტიც.
„30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განხორციელდება და 1500-მდე ადამიანი დასაქმდება. წარმოებული ავტობუსები გაიყიდება როგორც საექსპორტოდ, ისე შიდა ბაზარზე. ეს ყველაფერი ჩვენი ინიციატივაა, რომელიც უკვე განხორციელების სტადიაშია. ქარხნის მზადებაც უკვე მიმდინარეობს და ერთი წლის თავზე თბილისს ახალი ავტობუსები ეყოლება“,- განაცხადა ავთანდილ საყვარელიძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრბი არ გამორიცხავენ, რომ ტენდერის პირობები კომპანიის ინტერესებზე იყოს მორგებული, ამიტომ მონოპოლიზების საშიშროება არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები