ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით ახალ პროექტზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით, ახალ პროექტზე მუშაობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, იქმნება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. უკვე დასრულდა, სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიაზე მუშაობა, რასაც ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიიდან სპეციალურად ჩამოსული ექსპერტები გაეცნენ.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელო, ხუთი ძირითადი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის, მშობიარობის შემდგომი, ჩვილობისა და 0-5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიას.

პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს წიგნის შინაარსსა და სტრუქტურაზე. ასევე, იმაზე რომ ის მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე და შესაბამისობაში იყოს სახელმწიფო სტანდარტებთან.

პროექტში ჩართულები არიან როგორც იაპონელი ექსპერტები, ასევე ქვეყნის წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, პედიატრები, ოჯახის ექიმები და მეანი ექთნები.

ღონისძიების ბოლოს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამუშაო ჯგუფის წევრებს, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოზე მუშაობისას გაწეული წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები