“ჰელენის” შემდეგ, ფლორიდა ახალი ქარიშხლისთვის ემზადება

ქარიშხალი “ჰელენის“ შემდეგ, ფლორიდა ახალი სტიქიის მოლოდინშია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, შტატს ქარიშხალი „მილტონი“ უახლოვდება, რომელსაც პირველი კატეგორიის შტორმის კლასიფიკაცია მიენიჭა. სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 140 კილომეტრს შეადგენს და კიდევ უფრო ძლიერდება.

მოსახლეობამ გამაფრთხილებელი შეტყობინება უკვე მიიღო, შტატის ხელისუფლება კი მოსახლეობის შესაძლო ევაკუაციისთვის ემზადება.

ცნობისთვის, „ჰელენს“ აშშ-ში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები