IDF აცხადებს, რომ ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 400-ზე მეტი მებრძოლი

სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების დღიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰეზბოლას! 400-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel იტყობინება.

ისრაელის სამხედროების ცნობით, მებრძოლები, მათ შორის ბევრი საველე მეთაური, დაიღუპა როგორც საჰაერო ისე სახმელეთო ბრძოლებში.

IDF-ის ცნობით, ჯარის მიერ განხორციელებული რეიდები ფოკუსირებულია „ჰეზბოლას“ მებრძოლების დიდი კონცენტრაციის უბნებზე სამხრეთ ლიბანის სოფლებში, რომლის დროსაც უკვე აღმოაჩინეს იარაღის დიდი საწყობები.

IDF-მა განაცხადა, რომ სამხრეთ ლიბანში ოპერაციები გაფართოვდება საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჯარი გეგმავს მათ დასრულებას რაც შეიძლება მალე – რამდენიმე კვირაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები