რუსეთი “თალიბანს” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთი “თალიბანს” ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს, – ამის შესახებ ავღანეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ზამირ ქაბულოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე უკვე მიღებულია და მხოლოდ სამართლებრივი პროცედურები დარჩა.

რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელის ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ФСБ ამთავრებს მუშაობას თალიბების ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოსაღებად.

ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში წესრიგის დამყარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, თალიბები მზად არიან ებრძოლონ ISIS-ის ავღანურ ფრთას, – განაცხადა ბორტნიკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, ურთიერთობს “თალიბანთან”. “თალიბანის” წარმომადგენლები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები