” საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო” – ალიევი

საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და პრინციპი დაარღვია, დაიკავა აზერბაიჯანის მიწების დაახლოებით 20 პროცენტი, გაატარა ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, გაანადგურა აზერბაიჯანის ყველა ქალაქი და სოფელი.

ალიევის განცხადებით, ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, გარკვეულწილად, სომხურ ოკუპაციას ამართლებდა და აზერბაიჯანს დამამცირებელი მშვიდობისკენ უბიძგებდა.

„როდესაც ჩვენ ავიმაღლეთ ჩვენი სამართლიანი ხმა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, გვითხრეს, რომ თქვენი სიტყვები ძალიან მკაცრია. ეს მკაცრი რიტორიკა არ აახლოებს მშვიდობას, არამედ აშორებს მას. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ოკუპაციის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები