ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეირუთში ჩავიდა

ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ახლახან დავეშვით ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება“, – წერს ესმაილ ბაღაი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ირანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ლიბანში გადაიგზავნება ჰუმანიტარული დახმარების პარტია, რომელიც საკვებისა და მედიკამენტებისგან შედგება.

„ირანი მუდამ იდგება ლიბანის მამაცი ხალხის გვერდით. მთელმა რეგიონმა უნდა გაიგოს იმ სიტუაციის სერიოზულობა, რომლის წინაშეც ლიბანი დგას“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები