აშშ ისრაელთან ერთად ირანზე თავდასხმაში მონაწილეობას არ აპირებს

აშშ არ აპირებს, ისრაელთან ერთად ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობა მიიღოს, – ინფორმაციას Financial Times-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ისრაელისა და ამერიკის ჩინოვნიკები ირანის სამხედრო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო თავდასხმის საკითხს განიხილავენ. აშშ-ის წარმომადგენელმა თქმა, რომ ვაშინგტონი ამ დარტყმებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს“, – წერს გამოცემა.

ამასთან, გამოცემის მტკიცებით, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიტანის საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მსგავსი თავდასხმის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

მანამდე, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ამერიკა ეწინააღმდეგება ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სრულყოფილ ომში გადაიზრდება.

მილერმა აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი თეირანის სარაკეტო თავდასხმის პასუხზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები