გაერო-ს უშიშროების საბჭო ანტონიო გუტერეშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურ მდივანთან ან თავად ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე უარის თქმის შესახებ, კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის კონტექსტში“, – აღნიშნულია უშიშროების საბჭოს 15 წევრის განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს.
დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა დაამყაროს პროდუქტიული და ეფექტური ურთიერთობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტთან და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან, რომელიც ძირს უთხრის მის საქმიანობას, ისევე როგორც მისი ოფისის მუშაობას.
შეგახსენებთ, ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისრაელის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ანტონიო გუტერეშის გამოხმაურებაზე პასუხს წარმოადგენს.