რუსეთში ნავთობის ორი ბაზა იწვის

რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა.

ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, მიზეზი უკრაინული დრონებია, რომელთა მოგერიებისას ერთ-ერთი დაბა ანაში მდებარე ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

კიდევ ერთი ხანძარი ლოკალიზებულია პერმის ოლქში.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, პერმის რეგიონში, სამრეწველო ზონაში ათი ათას კვადრატულ მეტრზე ნავთობის კერძო ბაზა იწვის, სადაც ცეცხლმა საწვავის საცავები მოიცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები