პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო – დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარმში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არის ბევრი დაშავებული.

ადგილობრივი მედიის თქმით, საჰაერო თავდასხმა მოხდა ტულკარმის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე კაფეზე, სადაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის სამიზნე იყო ზაჰი იასერ აბდ ალ-რაზექ ოუფი, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური, რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები