მედია: ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე, ბეირუთში ისრაელის საჰაერო დარტყმის სამიზნე გახდა

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა,- ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე ჰაშემ საფიედინი იყო, რომელიც „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის, ჰასან ნასრალას შემცვლელად მოიაზრება.

ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ საკითხზე, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ცნობით, გასულ ღამეს ბეირუთში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, საჰაერო თავდასხმის ადგილიდან კი კვამლი ამოდიოდა.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები