ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დამტკიცებული რეზოლუციის ტექსტი გამოქვეყნებულია
ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით უკვე დამტკიცებული რეზოლუციის ოფიციალური ტექსტი გამოქვეყნებულია. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხები. რეზოლუციაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა. დოკუმენტის მიხედვით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ხელისუფლებას მიმართავს, ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო, გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს (მთავრობასა და პრეზიდენტს) შორის დაპირისპირებაზეა საუბარი
დოკუმენტი ევროპელმა კანონმდებლებმა გუშინ, დღის ბოლოს 103-ით 27 ხმის წინააღმდეგ მიიღეს.