ლიბანის ეკონომიკის მინისტრი: ლიბანში ისრაელის თავდასხმა ქვეყანას ანადგურებს

ლიბანში ისრაელის შეტევა ქვეყანას ანადგურებს, – ამის შესახებ ლიბანის ეკონომიკის მინისტრმა, ამინ სალამმა CNN-ს განუცხადა.

სალამ დაგმო ბეირუთის ცენტრში 3 ოქტომბრის დილას მომხდარი თავდასხმა და ხაზგასმით აღნიშნა, თუ როგორ ახორციელებს ისრაელი თავდასხმებს სამოქალაქო ზონების მახლობლად.

„ხალხით სავსე საავადმყოფოებია, ხალხით სავსე სკოლებია, ქუჩაში მძინარე ხალხი და ეს ომი გრძელდება. როგორც მე ვხედავ, ამ ომს მიზანი არ აქვს. ეს უბრალოდ ანადგურებს ქვეყანას.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ მათი ქალაქები, მათი სოფლები. ჩვენ უნდა შევქმნათ მათთვის მშვიდობიანი პირობები. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვართ ძალიან რთულ ოპერაციაში, რათა ვიზრუნოთ ყველა იმ ადამიანზე“, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები