უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, წლევანდელ პრემიაზე სულ 286 კანდიდატია წარდგენილი.
ფავორიტებს შორის არიან გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.
აღსანიშნავია, რომ ჯილდოზე ნომინირებულია რომის პაპი ფრანცისკეც.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აღნიშნული პრიზი პატიმარ ირანელ ქალთა უფლებების დამცველს, ნარგეს მოჰამადს გადაეცა.