ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ ბეირუთში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურისა და იარაღის წარმოების რამდენიმე ობიექტზე იერიში მიიტანეს.
გარდა ამისა, ისრაელის საჰაერო ძალებმა ასევე დაარტყეს „ჰეზბოლას“ დაზვერვის ობიექტებს, მათ შორის დაზვერვის ოპერატიულ და სამეთაურო ცენტრებს.
„დარტყმის დაწყებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად, მათ შორის ზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენებასთან და საჰაერო მეთვალყურეობის ბერკეტთან დაკავშირებით“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.