ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს
ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო, ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
British Airways-მა ახლახან გამოაცხადა, რომ თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს თვის ბოლომდე შეაჩერებს.
ასევე, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ თეირანის მიმართულებით ფრენები 26 ოქტომბრამდე, თელ-ავივის მიმართულებით 31 ოქტომბრამდე და ბეირუთის მიმართულებით ნოემბრის ბოლომდე შეაჩერა.
თელ-ავივის მიმართულებით ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მაც.
გარდა ამისა, Air India-მ, Cathay Pacific-მა, Delta-მ, United, EasyJet-მა, Ryanair-მა და Wizz Air-მა ბოლო დღეებში ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს.
ლიბანის ავიახაზები არის ერთ-ერთი, რომელიც კვლავ სთავაზობს მგზავრებს ფრენებს ბეირუთის მიმართულებით.